მთავარ შინაარსზე გადასვლა
Gundi.სამუშაო სივრცე

იდეიდან — გუნდურ მუშაობამდე

დიდი საქმე
კარგი გუნდით
იწყება.

შენი იდეები იმსახურებს გუნდს. Gundi ერთ სივრცეში აერთიანებს AI როლებს, ამოცანებსა და შედეგებს — შენ კი მიმართულებას განსაზღვრავ.

დაგეგმე. გაანაწილე. შეამოწმე.

შენი გუნდის სივრცემაგალითი
ერთად, ერთი მიზნისკენ.
მიზანიიდეა აქციე მოქმედების გეგმად
დაგეგმვა
კ
მკვლევარიპოულობს კონტექსტს
ა
ავტორიაყალიბებს იდეას
შ
შემმოწმებელიამოწმებს შედეგს
ბოლო სიტყვა შენია.

გადახედე შედეგს და გადაწყვიტე შემდეგი ნაბიჯი.

მკაფიო როლებისაერთო კონტექსტიშენი გადაწყვეტილება
მეტი სივრცე დიდი იდეებისთვის.

ერთი ადგილი შენი საქმისთვის.
ერთი გუნდი შემდეგი ნაბიჯისთვის.

როგორ მუშაობს

მიზანი შენგან.
სტრუქტურა — Gundi-ში.

კარგი გუნდი მხოლოდ ადამიანების ან ინსტრუმენტების სია არ არის. მას სჭირდება მკაფიო მიზანი, განაწილებული საქმე და შედეგის შემოწმება.

01

დაიწყე მიზნით

აღწერე, რა გინდა გააკეთო. შექმენი სამუშაო სივრცე და ჩამოაყალიბე პირველი ამოცანა.

02

შეკრიბე გუნდი

განსაზღვრე საჭირო როლები, პასუხისმგებლობები და სამუშაოს თანმიმდევრობა.

03

შეინარჩუნე კონტროლი

გადახედე მომზადებულ შედეგებს, მიეცი უკუკავშირი და თავად დაამტკიცე შემდეგი ნაბიჯი.

შესაძლებლობები

ნაკლები გაფანტულობა.
მეტი საერთო მიმართულება.

გუნდის ორგანიზება, სამუშაოს კონტექსტი და გადაწყვეტილებები — ერთმანეთთან დაკავშირებულ სივრცეში.

01

ყველას თავისი როლი

შექმენი გუნდის სტრუქტურა და განსაზღვრე, ვინ რას აკეთებს — კვლევიდან საბოლოო შემოწმებამდე.

02

საქმე, რომელსაც ხედავ

ამოცანები, სამუშაოს ეტაპები და შედეგები ერთ სივრცეში. ყოველთვის იცოდე, რა არის შემდეგი ნაბიჯი.

03

საერთო ცოდნა

მოუყარე თავი სამუშაო მასალებსა და ინსტრუქციებს, რომ გუნდს საჭირო კონტექსტი ხელთ ჰქონდეს.

04

კონტროლი შენს ხელში

გადახედე შეთავაზებულ ნაბიჯებს, შეაფასე შედეგები და თვალი ადევნე ხარჯებს.

კითხვები

სანამ დაიწყებ.

რა არის Gundi?

Gundi არის სამუშაო სივრცე AI გუნდის ორგანიზებისთვის: როლები, ამოცანები, ცოდნა და შედეგების განხილვა ერთ ადგილას.

ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას?

შენ. გუნდის სტრუქტურას, სამუშაოს მიმართულებასა და დასამტკიცებელ ნაბიჯებს მფლობელი აკონტროლებს. AI სამუშაოს დაწყებას სჭირდება მოდელთან კავშირი და შენი თანხმობა.

როგორ შევიდე სამუშაო სივრცეში?

დააჭირე „სამუშაო სივრცეს“ და შედი შენი მფლობელის წვდომის კოდით. გაცნობითი გვერდი ყველასთვის ღიაა, სამუშაო სივრცე კი ავტორიზაციას მოითხოვს.

შემდეგი ნაბიჯი შენია.

შენს იდეას
გუნდი მოუხდება.

გახსენი სამუშაო სივრცე